22:55 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-12 14:40:59, 1968 ნახვა

კომენტარი
თავდაცვის მინისტრი - აშშ-თან ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც არის ახლა

„აშშ-თან ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც არის ახლა. ეს არის აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური პოზიცია“ - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტთან ერთად მიმდინარე წარმატებულ პროექტს - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას (GDRP), რომლის ფარგლებში უკვე მომზადდა 6 ქვეითი ბატალიონი, ხოლო დარჩენილი 3 ბატალიონის აღჭურვა და მომზადება დასრულდება 2021 წლის ივლისის ბოლოს. მინისტრის განცხადებით, ამ პროექტმა სრულიად ახალ ეტაპზე გაიყვანა ქართული ჯარის მომზადების ხარისხი და ის ბევრად მაღალია, ვიდრე წინა წლებში.

„საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამისა (GDRP) და ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მეშვეობით, თავდაცვის ძალებს უკვე აქვს შესაძლებლობა არა მარტო მოამზადოს ქვედანაყოფები ეროვნული მისიების შესასრულებლად, არამედ სათავეში ჩაუდგეს საერთაშორისო წვრთნების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესებს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მინისტრმა წარმატებული თანამშრომლობის მაგალითად მოიყვანა აშშ-საქართველოს ერთობლივი პროექტი - საბრძოლო მომზადების ცენტრის შექმნა და სრულყოფა. „ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი პროექტია საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) სრულყოფა და შედეგად, მსოფლიო დონის საწვრთნელი გარემოს შექმნა, სასწავლო რაიონებითა და ობიექტებით. ნატოს სტანდარტის ცენტრი მხარს დაუჭერს საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას, მრავალეროვნული სწავლებების და საერთაშორისო მისიებში გადასროლისწინა მომზადებების ჩატარებას და მზადყოფნაზე ორიენტირებული წვრთნების ფარგლებში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს  უმასპინძლებს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics