|
2020-06-12 13:34:09, 2274 ნახვა
პოლიტიკა
ქორწილზე, ნათლობასა და სხვა ღონისძიებაზე 10-ზე მეტი პირის თავშეყრის შემთხვევაში, იქ მყოფი თითოეული პირი 2 000 ლარით დაჯარიმდება
ქორწილზე, ნათლობასა და სხვა ღონისძიებაზე 10-ზე მეტი პირის თავშეყრის შემთხვევაში, იქ მყოფი თითოეული პირი 2 000 ლარით დაჯარიმდება, - ამის შესახებ პარლემნტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომაროემ ანრი ოხანაშვიმა განაცხადა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩამოთვლილ ღონისძიებაზე 10-ზე მეტი პირის თავშეყრის შემთხვევაში, იურიდიული პირის მიმართ 10 000 ლარიანი ჯარიმა გამოიწერება. „სოციალურ ღონისძიებებზე, როგორიც არის ნათლობა, იუბილე, მოგეხსენებათ, რომ ეს უფლებები შეზღუდულია 15 ივლისამდე. 10-ზე მეტი პირის თავშეყრა, ქორწილის, ნათლობის, იუბილის, ქელეხის გადახდის მიზნით, დაჯარიმდება. ამიტომ როგორც ფიზიკური პირის მიმართ გამოწერილი იქნება 2 000 ლარინაი ჯარიმა, ასევე გამოყნებული იქნება ყველა იქ მყოფი პირის მიმართ 2000-ლარიანი ჯარიმა, ასევე იურიდიული პირის მიმართ 10 000-ლარიანი ჯარიმა. ამიტომ დიდი თხოვნით მოვუწოდებ საზოგადოებას, რომ ამ სოციალური ღონისძიებების გამართვისგან 15 ივლისამდე თავი შევიკავოთ. პირბადის ტარება კი მოგვიწევს პანდემიის და ეპიდემიის ფარგლებში, თუმცა, თუ ეს სიტუაცია იმდენად კარგად იქნება ადმინისტრირებული და კონტროლს დაქვემდებარებული საქართველოში, შესაძლებელია, პანდემია იყოს, მაგრამ წესი არ დაგვჭირდეს და გავაუქმოთ კიდეც პირობითად, სექტემბერში. ეს არის ყოველდღიური განხილვის საკითხი ეპიდემიოლოგების, საერთაშორისო ექსპერტების და საკოორდინაციო საბჭოსი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)