|
2020-06-12 11:20:10, 2087 ნახვა
პოლიტიკა
სესიაშვილი - თავდაცვის ძალების წინააღმდეგ ადგილი ჰქონდა პოლიტიკურად მოტივირებულ კამპანიებს, რასაც პასუხები უნდა გაეცეს
თავდაცვის ძალების წინააღმდეგ ადგილი ჰქონდა პოლიტიკურად მოტივირებულ კამპანიებს, ამ მიმართულებით კითხვები დაისმება, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტში, თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, პარლამენტში დაისმება ყველა ის კითხვა, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას უკავშირდება. „თავდაცვის ძალების წინააღმდეგ მე ვიტყოდი, რომ პოლიტიკურად მოტივირებულ კამპანიებს ჰქონდა ადგილი გარკვეულ მედია საშუალებებში. იყო თავდასხმა გარკვეულ ღონისძიებებზე. ცხადია, ჩემთვის აშკარა იყო, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული მავნებლობა, მაგრამ თავის მხრივ, საზოგადოებას სურს მიიღოს კითხვებზე პასუხი. ამიტომ ყველა ის კითხვა, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, ჩვენი თავდაცვის ძალების განვითარების პერსპექტივებს, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით კითხვები დაისმება“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)