2020-06-11 10:42:05, 2073 ნახვა
ომი უკრაინაში
ეზუგბაია - COVID-19-ის 6 ახალი შემთხვევიდან, 1 საკარანტინე სივრციდანაა, 1 სამედიცინო პერსონალია, ხოლო 4-ის წყარო უცნობია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, COVID-19-ის 6 ახალი შემთხვევიდან, 1 საკარანტინე სივრციდანაა, 1 სამედიცინო პერსონალია, ხოლო 4-ის წყარო უცნობია.
მისი თქმით, ახალი შემთხვევებიდან მათ კლინიკაში მხოლოდ ერთი ახალი პაციენტია მოთავსებული.
„ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 121 კოვიდ დადასტურებული პაციენტი. 6 ახალი შემთხვევიდან 1 არის საკარანტინე სივრციდან შემოტანილი ანუ იმპორტირებული შემთხვევა. 1 არის სამედიცინო პერსონალი, ხოლო 4 არის პაციენტი, რომლის წყაროს დადგენა გრძელდება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,