14:06 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-26 13:32:37, 818 ნახვა

საზოგადოება
ბათუმის ყველა ქუჩაში ავტოსატრანსპორტო საშუალებები შეუზღუდავად გადაადგილდება

ბათუმის ყველა ქუჩაში   ავტოსატრანსპორტო საშუალებები შეუზღუდავად გადაადგილდება. უხვი ნალექის გამო  ბათუმში  რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. გვიან ღამით გართულებული იყო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება ბათუმი-ქობულეთის მიმართულებით.

დილით მოძრაობა უკვე აღდგენილი იყო. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით,  აჭარაში უნალექო ამინდია. 

სამაშველო სამუშაოები გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

საგანგებო სიტუაცების სამსახურში  დაფიქსირებულია 300-მდე გამოძახება. ძირითადად გამოძახება დაფიქსირებულია ქუჩების დატბორვის და საცხოვრებელ სახლების პირველი სართულებზე  წყლის ამოტუმბვის მოთხოვნით.

მოსული უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ე.წ. ჭაობის დასახლება, პუშკინის ენგელსის, ჯავახიშვილის, ბაგრატიონის, ჭავჭავაძის, ურეხის დასახლების ცალკეული მისამართები. ასევე დატბორილია შავშეთის დადიანის, გოგიტიძის ბესიკის, სულაბერიძის, შაფათავას გრიბოედოვისა და ფარნავაზ მეფის, ბონი გარადოკის დასახლება, ლერმონტოვის, ორბელიანის, რუსთაველის,  გორგილაძის ქუჩის ცაკლეული მისამართები.  მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლების სარდაფებიდან წყლის ამოტუბვის სამუშაოები.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
კობახიძე - მდინარაძეს ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics