10:53 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-09 13:39:43, 1354 ნახვა

საზოგადოება
ფანასკერტელის ქუჩის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი და ჯამში, 15 000 კვ. მ ფართობზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება. ამ დროისთვის, ქუჩის ნაწილზე უკვე დაიგო ასფალტის საფარის ქვედა ფენა.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.

„ეს ერთ-ერთი დატვირთული ქუჩაა ავტომობილების გადაადგილების კუთხით, რომელიც დაზიანებული იყო. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ფანასკერტელის ქუჩის მოწესრიგება. უახლოეს მომავალში, აღნიშნულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ტრანსპორტისთვის გადაადგილება კომფორტული გახდება“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

პროექტის განსახორციელებლად საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 350  000 ლარია გამოყოფილი.  სამუშაოებს კი, კომპანია  „ლ. ენდ ლ“ ასრულებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
აზერბაიჯანის მოქალაქე გარდაიცვალა თბილისში, რომელიც „ღირსების მიზნით მკვლელობის“ მსხვერპლი გახდა
ტრამპმა კომუნიზმს აშშ-ის თავისუფლებისთვის „მომაკვდინებელი საფრთხე“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics