12:05 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-08 12:19:10, 2148 ნახვა

საზოგადოება
საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობის საფასური გაძვირდა

საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობის საფასური გაძვირდა - ქუთაისიდან თბილისში მოსახვედრად მოქალაქეებმა 3 ან 5 ლარით ძვირი, 15-17 ლარი უნდა გადაიხადონ. 
გაძვირდა ბათუმიდან თბილისში მგზავრობის ბილეთიც,  მგზავრებმა 15-20 ლარის ნაცვლად 25 ლარი უნდა გადაიხადონ.
მძღოლების ნაწილი აცხადებს, რომ მგზავრობის საფასური არ შეცვლილა. თუმცა ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ ტარიფმა უმნიშვნელო ოდენობით მოიმატა. მძღოლების თქმით, სადგურებზე მგზავრთა მცირე რაოდენობა შეინიშნება.
დღეიდან დასაშვები ხდება საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანა კონკრეტულად მეორე და მესამე კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით.
საქალაქთაშორისო ტრანსპორტში მოქალაქეები ვალდებულები იქნებიან, ეკეთოთ პირბადე და დაიცვან აუცილებელი ნორმები.
ადგილზე მგზავრებს შესაბამისი შემოწმება უტარდებათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics