12:04 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-08 12:11:50, 1942 ნახვა

საზოგადოება
დაჩქარებული წესით - პირბადის გარეშე სიარული ჯარიმებს ექვემდებარება

პირბადეების ტარება სავალდებულო ამ კვირიდან გახდება. ცვლილებებზე პარლამენტი დაჩქარებული წესით მსჯელობს და კანონპროექტის კვირის ბოლოს იქნება მიღებული.

ახალი წესების მიხედვით, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეს გარეშე ყოფნის შემთხვევაში ფიზიკური პირი 50 ლარით დაისჯება, იურიდიული პირს კი 500 ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს. 50 ლარიანი ჯარიმა დაიწერება იმ შემთხევაშიც, თუ მოქალაქე საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და მეტროში პირბადის გარეშე გადაადგილება. იგივე რეგულაციები იმოქმედებს ტაქსით გადაადგილების დროსაც და ჯარიმის ოდენობა ამ შემთხვევაშიც 50 ლარი იქნება.

გარდა ამისა, "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირისა − 10 000 ლარით. 

კანონპროექტის ინიციატორები საპარლმენტო უმრავლესობის წევრები ანრი ოხანაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე არიან. ისინი აღნიშნული ცვლილებების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics