14:08 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-26 10:43:04, 504 ნახვა

საზოგადოება
ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმი დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმი დაიტბორა.საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე წყალი შევარდა და საყოფაცხოვრებო ტექნიკა დააზიანა.ზიანი მიადგა სავაჭრო ობიექტებსაც. ყველაზე რთული ვითარება ე.წ.  ჭაობის დასახლებაში შეიქმნა. ასევე, რთული ვითარებაა კახაბრის უბანსა და თევდორე მღვდლის ქუჩაზე, სადაც უხვმა ნალექმა ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს საძირკველი გამოაცალა, რის გამოც ხალხის ევაკუაცია გახდა საჭირო.

როგორც "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. ბათუმის სანაპიროსთან მთელ პერიმეტრზე  მობილიზებული იყო სახანძრო მანქანები, რომლებიც წყლის ამოტუმბვას ახდენდნენ, თუმცა, როგორც "ექსპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მოსული უხვი ნალექის გამო, ისინი იძულებული გახდნენ  დახმარება ქუთაისიდან და თბილისდანაც გამოეძახებინათ.
ზარალის შესახებ წინასწარი ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა უხვი ნალექის შედეგად ბევრი მოსახლე დაზარალდა.

ღამის ოთხ საათზე საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა, სადაც მერმა  აჭარაში არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მოისმინა.

უხვი ნალექი წუხელ დაახლოებით,  9 საათზე მოვიდა და მთელი ღამის განმავლობაში წვიმდა.


 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
კობახიძე - მდინარაძეს ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics