|
2020-06-04 18:46:50, 3273 ნახვა
კომენტარი
რატი იონათამიშვილი: ადამიანის უფლებები ნაცკლასტერისთვის უბრალო სტატისტიკა იყო
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა, ტელეკომპანია „იმედის" ეთერში სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობა შეაფასა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ წინა და მოქმედი ხელისუფლებების დამოკიდებულებაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებები ნაცკლასტერისთვის უბრალო სტატისტიკა იყო. „ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის საინტერესო სხდომა გაიმართა და ის ფორმატი, რომელსაც საზოგადოება ადევნებდა თვალს ჩვენი გუნდის მიერ არის უზრუნველყოფილი. საუბარია, როდესაც პარლამენტი დადგენილებით იღებს სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს და ჩვენ ამ დადგენილებით შესაბამის სამთავრობო უწყებებს დავალებად ვაძლევთ რეკომენდაციების შესრულებას. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ანგარიშიდან 85%-ის გაზიარება მოხდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ჩვენ დღეს ვნახეთ, რომ თითოეულ უწყებას ან დასრულებული აქვს უკვე კონკრეტული რეკომენდაცია ან მიმდინარეობს შესრულების პროცესი. ეს მნიშვნელოვანია, რათა ადამიანის უფლებების სტანდარტი, ჩვენ ქვეყანაში, კიდევ უფრო მეტად ვითარდებოდეს, რაც ყოველი ჩვენთაგანის ამოცანაა. ყოველივე ამის პარალელურად, განსაკუთრებით მაშინ როდესაც უფლებებზე ვსაუბრობთ, დღესაც ისე აღმოჩნდა როგორც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხის დროს იყო - რადიკალური ოპოზიცია არც დღევანდელ საკომიტეტო მოსმენას არ დაესწრო, რაც თავის მხრივ მრავლისმეტყველია. სხდომაზე მე და ჩემმა კოლეგებმა არაერთი საკითხი წამოვჭერით, რომელიც მნიშვნელოვანია, იმისთვის რომ სამართლიანობის განცდა ჰქონდეს საზოგადოებას. ჩვენ ყოველთვის ავღნიშნავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციების 85%-ის შესრულება მოხდა და რეკომენდაციების ნაწილის შესრულება მიმდინარეობს, ჩვენთვის ადამიანის უფლებებს როდესაც ეხება საქმე სტატისტიკა ნაკლებად მნიშვნელოვანია. თითოეული ადამიანის ერთი უფლების შელახვაც თანაბრად ძვირფასია ჩვენთვის და თანაბარ ვალდებულებას გვიჩენს იმისთვის, რომ ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ. სტატისტიკა ნამდვილად იყო ნაცკლასტერისთვის, იმიტომ რომ დღეს მერაბ ქვარაიამ სხდომაზე გაიხსენა ელენე თევდორაძის ინტერვიუ, რომელიც ციხის ბუნტის შემდეგ გაკეთდა. ციხის ბუნტის დროს, როდესაც ადამიანები დახოცეს და ეს ცოტა ხნის წინ სტრასბურგის სასამართლომაც დაადასტურა, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხი იყო, რომ კიდევ 200 ადამიანი უნდა მოვკლათ და ჭკუით თუ არ იქნები შენც მიგაყოლებ - ეუბნევიან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის იმ დროინდელ თავმჯდომარეს. მეორეს მხრივ, პასუხი ბოკერიასგან, რომ 24 ათასამდე უნდა გავზარდოთ პატიმართა რიცხვი, რომ ახალი დაფინანსება მივიღოთ და ახალი ციხეები ავაშენოთ. ეს ნიშნავს, რომ მაშინ ადამიანებს იჭერდნენ იმისთვის, რომ სტატისტიკა შეექმნათ, რათა მეტი გრანტი აეღოთ თურმე, ანუ მათთვის სამართლიანობა და უსამართლობა არაფერს წარმოადგენდა. ეს არის ის სხვაობა ადამიანის უფლებების მიმართ თუ რა იყო და რა არის დღეს. მე ვფიქრობ, რომ ყველაფრის გააზრება გვიჩვენებს სად ვიყავით, სად ვართ, ცხადია ჩვენ ამით კმაყოფილები არ ვართ, რადგან ადამიანის უფლებების სტანდარტი მოითხოვს მუდმივ, ძალიან ფხიზელ ზედამხედველობას", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)