|
2020-06-04 15:16:37, 3201 ნახვა
პოლიტიკა
გენერალური პროკურორის მოადგილე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარდგა
საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, „2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ" საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე, საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 20 სექტემბრის დადგენილებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშების მოსმენას დაესწრო და მოხსენებით წარდგა. როგორც ნათია მერებაშვილმა განაცხადა, საქართველოს პროკურატურა მჭიდროდ თანამშრომლობს სახალხო დამცველის აპარატთან. „2019 წელს საქართველოს პროკურატურაში სახალხო დამცველის 1000-ზე მეტი მომართვა შემოვიდა, მათ შორის სიცოცხლის უფლების ხელყოფის ფაქტებზე არსებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით. ასევე, სახალხო დამცველმა 149 სისხლის სამართლის საქმის გაცნობა მოითხოვა. სახალხო დამცველს მოთხოვნილი ინფორმაცია კანონით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით მიეწოდა. სახალხო დამცველის წარმომადგენლები კი 142 სისხლის სამართლის საქმეს გაეცნენ", - განაცხადა ნათია მერებაშვილმა. გენერალური პროკურორის მოადგილემ კომიტეტის სხდომაზე სხვადასხვა საკითხებთან ერთად, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის ფაქტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2019 წელს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის ფაქტებზე 51 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. რაც შეეხება სიძულვილით მოტივირებული და რელიგიური შეუწყნარებლობის ნიშნით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლას, ნათია მერებაშვილის განმარტებით, 2019 წელს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე 183 პირის მიმართ, ხოლო რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით 14 პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. ნათია მერებაშვილმა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ აღნიშნული კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურა მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს. მისი თქმით, 2019 წელს, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა 4579 პირის მიმართ დაიწყო. „პროკურატურის მიერ ოჯახურ დანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ 2018-2019 წლებში ხორციელდება მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა. ბოლო წლების განმავლობაში გაზრდილია პროკურორთა მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი. ასევე, გაიზარდა გენდერული დისკრიმინაციის მოტივის იდენტიფიცირება. 2019 წელს გენდერული დისკრიმინაციის მოტივი 120 ბრალდებულის მიმართ გამოიკვეთა", - განაცხადა ნათია მერებაშვილმა.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)