|
2020-06-04 14:31:10, 3280 ნახვა
კომენტარი
ვაშაძე - საქართველომ არ შეიძლება უარი უთხრას ამერიკულ ინვესტიციებს
„საქართველომ არ შეიძლება უთხრას უარი ამერიკულ ინვესტიციებს. ასობით მილიონია საქართველოში უკვე დახარჯული „ფრონტერას“ მიერ, რომელიც ასობით ადამიანს ასაქმებდა და უამრავ შემოსავალს ქმნიდა ქართულ ოჯახებში - ამის შესახებ, გიორგი ვაშაძემ, „ახალი საქართველოს“ ლიდერმა განაცხადა. მისი თქმით, იმის მტკიცება, რომ გაზის მარაგი რეალურად არ არის სრული აბსურდია. „საქართველომ არ შეიძლება უთხრას უარი ამერიკულ ინვესტიციებს. ასობით მილიონია საქართველოში უკვე დახარჯული „ფრონტერას“ მიერ, რომელიც ასობით ადამიანს ასაქმებდა და უამრავ შემოსავალს ქმნიდა ქართულ ოჯახებში. თუ ვინმე ამტკიცებს, რომ გაზის მარაგი არ არის და ამიტომ უნდა შეწყდეს ურთიერთობა, ეს სრული აბსურდი მგონია. კომპანია ფულს ხარჯავს საქართველოში, კვლევა-ძიების სამუშაოებზე კაპიკი არ იხარჯება ბუჯეტიდან, შედის გადასახადები ბიუჯეტში, საქმდება საქართველოს მოქალაქეები და რაც ყველაზე საგანგაშოა გაზი ნამდვილად არის, მაგრამ ამ გაზის მოპოვება შეიძლება უნდა რუსულ კომპანიას, ან ვინმე სხვას რომლისთვისაც მთავარი იარაღი არის გაზი როგორც საქართველოსთან, ასევე მთლიან რეგიონთან ბრძოლისთვის“, - განაცხადა გიორგი ვაშაძე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)