|
2020-06-01 22:50:17, 3137 ნახვა
რეგიონი
მაკა ჭაღალიძეს ერთი ჩვეულებრივი დღე გაულამაზეს
6 წლის მაკა ჭაღალიძე სოფელ ჭალაში მშობლებთან, 8 წლის დასთან და ბებიასთან ერთად ცხოვრობს. მაკას, დაბადებიდან ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, გადაადგილება უჭირს და ეტლით მოსარგებლეა. რომ არა პანდემია, დღევანდელ დღეს მაკა ჭალა-წყაროთის ბაღში თავის მეგობრებთან და პედაგოგებთან ერთად აღნიშნავდა. პატარას, დღეს შუახევის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. საჩუქრად სათამაშოები, ტკბილეული, პირველადი მოხმარების ნივთები და პროდუქტები მიუტანეს, ბავშვთა საერთაშორისო დღე მიულოცეს და ერთი ჩვეულებრივი დღე გაულამაზეს. წელს მუნიციპალიტეტში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, კორონავირუსის პანდემიის გამო დიდი ღონისძიებების გარეშე აღინიშნა. ვალდებულები ვართ დავიცვათ რეკომენდაციები, რათა საფრთხე არ შევუქმნათ ჩვენი პატარების ჯანმრთელობას. შუახევის მუნიციპალიტეტი თვითმმართველობა, კიდევ ერთხელ ულოცავს ყველა პატარას ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და უსურვებს ბედნიერ და უზრუნველ ბავშვობას.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)