19:35 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-01 22:07:52, 1435 ნახვა

პოლიტიკა
აჭარის ტელევიზიის შენობის წინ მისი დირექტორის გადადგომის მოთხოვნით პროტესტი გრძელდება

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს შენობის წინ საზოგადოებრივი მოძრაობა – „მე მიყვარს ბათუმის“ აქტივისტი ალექსანდრე მილორავა უკვე მეოთხე დღეა შიმშილობს. ის აჭარის ტელევიზიის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის გადაყენებას ითხოვს.

 მოძრაობა "მე მიყვარს ბათუმის" ულტიმატუმის ვადა დღეს 12 საათზე ამოიწურა. ულტიმატუმის ვადის ამოწურვისთანავე აქტივისტებმა აჭარის ტელევიზიის ბორდის მიმართ უნდობლობის გამოცხადების მოთხოვნით  აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს მიმართეს.

ამოიწურა უკვე ულტიმატუმის დრო. კონკრეტული პასუხი არ მიგვიღია ბორდისგან. გიგო ჩხარტიშვილმა ვერ მოახერხა სამეურვეო საბჭოს შეკრება, შესაბამისად, ჩვენ მივმართავთ უმაღლეს საბჭოს, რათა გამოუცხადოს უნდობლობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყელის ბორდს გამომდინარე იქიდან, რომ მათ ჰქონდათ სამი მიზეზი დაეყენებინათ დირექტორის იპიჩმენტის საკითხი, მაგრამ ეს არ გააკეთეს და უკვე დადგა დრო უყმაღლესმა საბჭოს აღასრულოს ის მოვალეობა, რაც მას ეკისრება ბორდთან მიმართებაში,- აცხადებს ერთ-ერთი აქტივისტი, ალექსანდრე მილორავა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics