15:46 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-01 16:46:20, 1190 ნახვა

საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით „ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელს“ ესტუმრა

ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი „ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელს“, ასევე დედათა და ბავშვთა თავშესაფარს ესტუმრა.  ეკატერინე ტიკარაძემ აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა და სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვების მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. 

მინისტრის განცხადებით სახელმწიფოსთვის პრიორიტეტად რჩება ბავშვების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და სამინისტრო განაგრძობს მათთვის ყველა საჭირო პირობის უზრუნველყოფაზე ზრუნვას.

„აქ იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვები. მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ადგილი გვენახა და ამ ბავშვების მდგომარეობას გავცნობოდით. ჩვენ მივულოცეთ მათ ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღე და ნამდვილად ვართ კმაყოფილები იმ  პირობებით რომელიც აქ დაგვხვდა. ბავშვთა სოფლის ხელმძღვანელობა უზრუნველყოფს ნამდვილად საუკეთესო პირობებს აქ მცხოვრები ბავშვებისთვის. სახელმწიფოსთვის რა თქმა უნდა პრიორიტეტად რჩება ბავშვთა სიღარიბის დაძლევა და მათი ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესება. ჩვენ ყველა ნაბიჯს გადავდგამთ იმისათვის,  რომ საქართველოში უზრუნველყოფილი იყოს ბავშვებისთვის ყველა საჭირო ის პირობა, რომელიც მათ ნორმალურ განვითარებას ესაჭიროება“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

„ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის“ აღსაზრდელებისათვის სერვისის მიწოდება სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics