15:47 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-01 13:17:56, 1269 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი - აბიტურიენტებისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება.

როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესის გადაწევის აუცილებლობა არ არსებობს.

„ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან. ისინი, რა თქმა უნდა, ითვალისწინებენ ყველა იმ რეკომენდაციას, რომელსაც ჩვენ გავცემთ და ჩვენ ვთვლით, რომ გამოცდები ჩატარდება სრულიად უსაფრთხოდ ყველა იმ აბიტურიენტისთვის, რომელიც წელს აპირებს გამოცდებში მონაწილეობის მიღებას.

დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ არ ვთვლით, რომ სასწავლო პროცესმა შეიძლება გადაიწიოს. თუმცა, რა თქმა უნდა, როგორც სხვა ქვეყნები, ვემზადებით იმისთვის, რომ როგორც ახლა, ასევე სექტემბერში მოგვიწევს კოვიდთან ერთად თანაცხოვრება, შესაბამისად, ჩვენი შვილებიც უნდა მოვამზადოთ ამ პროცესებისთვის, რათა მათ შეძლონ, შეუფერხებლად განაგრძონ სწავლა“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics