21:34 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-31 14:52:13, 1274 ნახვა

კომენტარი
თორნიკე რიჟვაძე: როდესაც მთელი მსოფლიო ვირუსს ებრძვის, უსაფრთხო მიმართულებად დასახელება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია

ცნობილმა სამოგზაურო ორგანიზაცია - European Best Destinations რომელიც მილიონობით მოგზაურს, მსოფლიოში წამყვან მედია პლატფორმებს და ტურისტულ ორგანიზაციებს აერთიანებს საქართველო კორონავირუსისგან უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნია, თბილისი და ბათუმი კი ევროპაში 10 ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებს შორის დაასახელა.

აღნიშნულის შესახებ შეფასება გააკეთა  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ. მისი განცხადებით, ბათუმი აქამდეც მიმზიდველი ქალაქი იყო ტურისტული თვალსაზრისით, თუმცა ასეთი სახის შეფასებები ტურისტულ პოტენციალს კიდევ უფრო გაზრდის.

,,საერთაშორისო მოგზაურთა პლატფორმის მიერ ბათუმი და თბილისი დასახელდა ევროპის უსაფრთხო ქალაქების ტოპ-ათეულში. მინდა აღვნიშნო, რომ მაშინ, როცა მთელი მსოფლიო ჯერ კიდევ ებრძვის პანდემიას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროპის უსაფრთხო ქალაქად დასახელება. დარწმუნებული ვარ, ეს დაეხმარება ტურისტულ სეზონს. უნდა აღინიშნოს, რომ ბათუმი დასახელდა კორონასგან თავისუფალი და უსაფრთხო ქალაქი, ამავე დროს, დასახელდა კრიმინალისგან თავისუფალი ქალაქი. ჩვენთან 5-ჯერ ნაკლებია კრიმინალი, ვიდრე, თუნდაც იგივე, ევროპის წამყვან ქალაქებში" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

European Best Destinations-ის 20 ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებებად დასახელებულია: ვარშავა, ვენა, ვილნიუსი, გდანსკი, რიგა.

European Best Destinations-ი არის ევროპის წამყვანი დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა ევროპაში კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics