14:36 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-31 12:39:35, 2827 ნახვა

რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

"თითოეულ სამართალდამცველს ვულოცავ პოლიციის პროფესიულ დღეს!

კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, თუ რამდენად მნიშველოვანია პოლიციელის პროფესია. თქვენი 24-საათიანი შრომის დამსახურებით, საკარანტინო მდგომარეობის პერიოდში შევძელით სიმშვიდე და სტაბილურობა შეგვენარჩუნებინა. სწორედ თქვენი მაღალი პროფესიონალიზმის წყალობით შევძელით საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული წესებისა და რეკომენდაციის დაცვა, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით. ბედნიერებაა, როდესაც მოქალაქეებს ემსახურები, მათ უსაფრთხოებაზე ზრუნავ და ორმაგად სასიხარულოა როცა მათგან ამ სამსახურისთვის სიყვარულსა და პატივისცემას იღებ. მთელი გულით ვამაყობთ ჩვენი კეთილსინდისიერი პოლიციით, რომელიც ადამიანების დახმარებისთვის ყოველთვის მზადაა.პოლიციელები ჩვენი დროის გმირები არიან, რომლებიც სიმართლეს ემსახურებიან და ხშირად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავსაც სწირავენ, ამიტომ მსურს გისურვოთ არასდროს გეთქვათ უარი თქვენი პროფესიული პრინციპებისადმი, მუდამ ასეთი უშიშრები და მისაბაძები ყოფილიყავით. მადლობას გიხდით, რომ ზრუნავთ ჩვენს უსაფრთხოებასა და სიმშვიდეზე", - განაცხადა ბოლნისის მერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციას მიმართავს
ბიზნესმენი რესან ქიქავა: ბიზნესმენს წაერთვა აზრის გამოხატვის თავისუფლება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics