|
2020-05-31 12:27:39, 1235 ნახვა
კომენტარი
გამყრელიძე - თამბაქო ამძიმებს კოვიდ19-ის ინფექციას
დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თამბაქოსა და კოვიდის თანაარსებობა ამძიმებს კოვიდ ინფექციას. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულ მწეველ ადამიანს უფრო ხშირად უმძიმდება მდგომარეობა და გამოსავალიც ბევრად უფრო რთულია. "დღევანდელი დღე არის მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე. ეს არის თამბაქოსთან ბრძოლის ოფიციალური დღე. წელს ეს დღე ემთხვევა კოვიდ19-ის პანდემიას, ამიტომ ბევრი კითხვა, ინტერესი არის გამოხატული ჩვენი მსმენელებისა და მკითხველების თქმით, თუ რა ურთიერთობაა კოვიდ ინფექციასა და თამბაქოს შორის. განსაკუთრებით მოწყვლადია თამბაქოს მოხმარების მიმართ ახალგაზრდა თაობა და სწორედ ამიტომაც წელს მთავარ თემად და სლოგანა არჩეულია - ახალგაზრდების დაცვა თამბაქოს ინდუსტრიის ხრიკებისა და თამბაქოსა და ნიკოტინის მოხმარებისგან. თამბაქოზე დამოკიდებულ ადამიანებს უნდა მივცეთ საშუალება, რადგან ეს არის დამოკიდებულება, ავადმყოფობა, რომ მათ მიეცეთ საშუალება მიატოვონ თამბაქოს მოწევა და ამისთვის არსებობს მთელი რიგი მეთოდები, რომ ადამიანების მოწევას გადავაჩვიოთ. რაც შეეხება თამბაქოსა და კოვიდ19-ს, ორივე პირველ რიგში აზიანებს სასუნთქ სისტემას და სასუნთქი სისტემის ქრონიკულ გავრცელებას უწყობს ხელს. ერთი მხრივ, თამბაქოს ერთ-ერთი მოდების წერტილი, ფილტვების ქრონიკული დაავადება. მრავალი კვლევით დადგინდა, რომ სწორედ თამბაქოსა და კოვიდის შეუღლება მრავალი კვლევით დადგინა, რომ არის კოვიდის მეტად დამძიმებისა და უარესი გამოსავლის პირობა. დაახლოებით ორი თვის წინ საფრანგეთში რამდენიმე კვლევა გამოვლინდა თითქოს ნიკოტინს კოვიდისგან დაცვის უნარი აქვს, მითია და არ დასტურდება. თამბაქო პირიქით ამძიმებს კოვიდინფექცია, ეს ადამიანები უფრო მოწყვლადები არიან და უფრო მეტი გართულება ახლავს თან", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)