23:05 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-29 14:16:46, 1418 ნახვა

კომენტარი
გოცირიძე პრემიერს - სად არის ივანიშვილის 100 მილიონი? არჩევნებისთვის ინახავთ თუ საერთოდ არ არსებობს ეს ფული?

დღემდე არ გაგიციათ არც ერთი დანაპირები, სად არის ივანიშვილის 100 მილიონი? არჩევნებისთვის ინახავთ? ვერ ბედავთ ივანიშვილის ფულის ხლებას თუ საერთოდ არ არსებობს ეს ფული, - ასე მიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, რომელიც ამ წუთებში პარლამენტში ინტერპელაციის წესით არის მისული.

გოცირიძის თქმით, საქართველოს მთავრობა არის ერთადერთი, რომელმაც არ გაუწია კორონავირუსის დროს დახმარება საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს.

„ფიქრობდით, რომ ორჯერ მოსვლით გექნებოდათ თავმოსაწონი მოქალაქეებთან, არაფერი თავმოსაწონი თქვენი გამოსვლიდან არ იყო. ჩვენ დავინახეთ, რომ საქარტველოს მთავრობა არის ერთადერთი ხელისუფლება მსოფლიოში, რომელმაც კოვიდის პერიოში, არ გაუწია ფინანსური დახმარება მოქალაქეებს და ასეთი რამ, არ მომხდარა არსად მსოფლიოში. სახლში გამოკეტილი ხალხი, ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანები.

თქვენ დღემდე არ გაგიციათ არც ერთი დანაპირები, არც 200 ლარიანი, არც 300 ლარიანი მწირი დახმარება, ერთი თეთრი არ დაგიხარჯავთ კორონავირუსის 133 მილიონიანი ფონდიდან. სად არის ივანიშვილის 100 მილიონი? არჩევნებისთვის ინახავთ. სად არის 33 მილიონი ამ ფონდიდან, რომელიც ბიზნესმა შეიტანა, ვის გაუგია უმძიმეს ვითარებაში 133 მილიონი მუთაქაში გქონდეთ გამოდებული და შენახული, რატომ არ გაეცით ეს ფული? თუ ვერ ბედავთ ივანიშვილის ფულის ხელის ხლებას, ან საერთოდ არის ეს ფული, არსებობს 100 მილიონი?“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics