|
2020-05-28 19:55:07, 1401 ნახვა
ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძემ ონლაინ ვებინარის, „პანდემია, მსოფლიო ეკონომიკა და საქართველო", მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული სამოქმედო გეგმასა და პოსტკრიზისული სტრატეგიის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ ონლაინ ვებინარზე „პანდემია, მსოფლიო ეკონომიკა და საქართველო", რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტით გაიმართა. მასში ასევე მონაწილეობდნენ პოლონელი რეფორმატორი, თსუ საპატიო დოქტორი, პროფესორი ლეშეკ ბალცეროვიჩი, თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი გიორგი ღაღანიძე და ეკონომისტი, პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფის (PMCG) გენერალური დირექტორი ალექსი ალექსიშვილი. მინისტრის პირველი მოადგილის, ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ პანდემიის გავრცელების პრევენციის ეფექტური ქმედებების გატარებით, შესაძლებელი გახადა საკარანტინო შეზღუდვების დაგეგმილზე ადრე მოხსნა და ეკონომიკის ეტაპობრივი ამუშავება. მან დეტალურად ისაუბრა პანდემიის პრევენციის ეტაპზე განხორციელებული ღონისძიებების შესახებ და შეხვედრის მონაწილეებს გააცნო მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმები, რომელთაც პოსტ კრიზისულ პერიოდში ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკას. ვებინარის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს, რა გავლენა მოახდინა პანდემიამ განათლების სფეროზე საქართველოსა და მსოფლიოში და რა ახალი გამოწვევების წინაშე დგას განათლების სექტორი, როგორი იქნება პოსტ-პანდემიური მსოფლიო ეკონომიკა - მსოფლიო დეგლობალიზაციის პირისპირ თუ გლობალიზაცია ახალ საუკუნეში, როგორია საქართველოს მთავრობის გეგმები ეკონომიკის აღდგენასთან დაკავშირებით და რა ახალი შესაძლებლობები გაუჩინა პანდემიამ საქართველოს ეკონომიკას.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)