23:07 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-28 16:27:37, 1277 ნახვა

კომენტარი
კალაძე დეველოპერების დახმარებაზე - მშენებლობები უნდა დამთავრდეს, რათა 120 ათასი ადამიანი სამსახურის გარეშე არ დარჩეს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მთავრობის მიერ დეველოპერებისთვის გაწეული დახმარებით დაწყებული მშენებლობები დასრულდება.

მისი თქმით, დეველოპერების დახმარებით 120 ათასი ადამიანის უმუშევრად დარჩენას თავიდან ავიცილებთ.

„მშენებლობები გაჩერებული იყო იმიტომ, რომ ჩვენ განსხვავებულ ვითარებაში მოგვიწია ცხოვრების გაგრძელება. არამხოლოდ ჩვენ, არამედ მთელი მსოფლიო იმყოფება საგანგებო მდგომარეობაში პანდემიიდან გამოწვეული მიზეზების გამო. შესაბამისად, არ უნდა გავაუბედუროთ სამშენებლო კომპანიები, დეველოპერები, არ უნდა გავაუბედუროთ ოჯახები, რომლებიც ელოდებიან საცხოვრებელი ბინების მიღებას. ამიტომ, მშენებლობები უნდა დამთავრდეს. ზუსტად ამიტომ ხდება ამ დახმარების გაცემა, რათა არ ჩამოგვეშალოს ეს მიმართულება და 120 ათასი ადამიანი არ დავტოვოთ სამსახურის გარეშე“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics