|
2020-05-28 14:46:38, 1147 ნახვა
კომენტარი
ვაშაძე - წინააღმდეგი ვარ, კარასინების და ოკუპანტის წარმომადგენლების განცხადებების გამო, რუსები ლუგარის ლაბორატორიაში შევუშვათ
წინააღმდეგი ვარ, რომ კარასინების და ოკუპანტის წარმომადგენლების განცხადებების გამო, რუსები ლუგარის ლაბორატორიაში შევუშვათ, - ასე გამოეხმაურა „ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძემ რუსეთის მოთხოვნას, რომლის თანახმად ქვეყანა საქართველოში არსებული ლუგარის ლაბორატორიის დეტალურ დათვალიერებას მოითხოვს. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, თუ რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში პრეტენზია აქვს , საერთაშორისო მექანიზმები უნდა გამოიყენოს. „არსებობს საერთაშორისო მექანიზმები. თუ რამე პრეტენზია აქვს რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში, წავიდეს და გამოიყენოს ეს მექანიზმები. მე წინააღმდეგი ვარ, რომ კარასინების და მსგავსი ოკუპანტის წარმომადგენელი ადამიანების განცხადებების გამო შევუშვათ ლუგარის ლაბორატორიაში. ოპოზიცია უნდა იყოს პრინციპული და არ უნდა მოვერთხათ მაშინვე მუხლებზე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. ცნობისთვის, რუსეთი საქართველოში რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის დეტალურ დათვალიერებას მოითხოვს.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)