00:34 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-28 14:37:48, 1212 ნახვა

კომენტარი
სამადაშვილი - რუს ექსპერტებს არ უნდა მიეცეთ იმის შესაძლებლობა, რომ ლუგარის ლაბორატორიაში დამოუკიდებელი ინსპექტირება ჩაატარონ

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, რუს ექსპერტებს არ უნდა მიეცეთ იმის შესაძლებლობა, რომ დამოუკიდებელი ინსპექტირება ჩაატარონ ლუგარის ლაბორატორიაში.

მისი თქმით, საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით, რუსეთს შეუძლია მოითხოვოს საერთაშორისო ექსპერტიზა, რომელშიც შესაძლოა მისმა ექპერტებმაც მიიღონ მონაწილეობა.

„რუსეთს შესაბამისი საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით, შეუძლია მოითხოვოს საერთაშორისო ექსპერტიზა, რომელშიც შესაძლოა მონაწილეობა რუსმა ექპერტებმაც მიიღონ.

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რაიმე სხვა პასუხი და განხილვაში შესვლაც კი, რომ რუს ექსპერტებს მიეცეთ შესაძლებლობა დამოუკიდებელი ინსპექტირება ჩაატარონ ლუგარის ლაბორატორიაში“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, მოსკოვი შეშფოთებას გამოთქვამდა იმის შესახებ რომ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით ინფორმაციას სრულად არ ფლობდნენ. საქართველო კი გამოთქვამს მზადყოფნას, უმასპინძლოს მორიგ ვარჯიშს/ვიზიტს ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის ფარგლებში, მათ შორის რუსი ექსპერტების მონაწილეობით.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics