|
2020-05-27 17:06:28, 1206 ნახვა
კომენტარი
პრემიერი - ჩვენ ვერავის ვერ მოვუწოდებთ ჯარიმების გაუქმებისკენ, თუმცა გარკვეულ ჯარიმებს გადავხედავთ
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობისა და შეზღუდვების დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმები იყო შემაკავებელი ინსტრუმენტი, რომელიც ხელისუფლებამ ეფექტურად გამოიყენა. მისივე თქმით, მთავრობა ვერავის მოუწოდებს, რომ გაუქმდეს აღნიშნული ჯარიმები, თუმცა მანვე დასძინა, რომ ჯარიმების გარკვეული ნაწილი გადასახედია და ეს გაკეთდება. „ჯარიმა იყო შემაკავებელი ინსტრუმენტი და ჩვენ ეს შემაკავებელი ინსტრუმენტი საკმაოდ ეფექტურად გამოვიყენეთ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რეკომენდაციებმა არ იმუშავა. მოქალაქეებმა, რომლებმაც დაარღვიეს სხვადასხვა სახის სერიოზული შეზღუდვა, ასეთი მოქალაქეების რაოდენობა იყო 9 ათასი, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პანდემია გრძელდება. ჩვენ ვერავის ვერ მოვუწოდებთ ამ ჯარიმების გაუქმებას. ეს ერთმნიშვნელოვნად ყველას უნდა გვესმოდეს, რამეთუ შემდგომში პრევენციის ძალა უბრალოდ არ იმუშავებს. მესმის, რომ ჯარიმების გარკვეული ნაწილი გადასახედია შემდგომისთვის და ჩვენ ამას გავაკეთებთ, თუმცა ჩვენ აქ ვერანაირ მითითებას, მითუმეტეს დირექტიულს, პარლამენტს ვერ მივცემთ“, - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)