|
2020-05-27 15:05:10, 2061 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკმა“ მომხმარებლისათვის „ჩატის“ ფუნქცია დანერგა
„საქართველოს ბანკმა“ მომხმარებლისათვის კიდევ უფრო მეტი კომფორტის შექმნის მიზნით ციფრულ არხებში ჩატის ფუნქცია დანერგა. ამიერიდან მობილბანკში, ინტერნეტბანკსა თუ საქართველოს ბანკის ვებგვერდზე მომხმარებელს 24/7 რეჟიმში შეუძლია მიიღოს პასუხი მათთვის საინტერესო კითხვებზე ან ისარგებლოს ონლაინ კონსულტაციით. თუკი რომელიმე საბანკო ოპერაციის შესრულების პროცესში მომხმარებელს დახმარება ან დამატებითი ინფორმაციის მიღება/დაზუსტება დაჭირდება, ან, უბრალოდ, შეკითხვა გაუჩნდება, მას შეუძლია ჩატით მარტივად ისარგებლოს. ჩატს ბევრი საინტერესო ფუნქცია აქვს − მისი გამოყენებით არა მხოლოდ სასურველ საბანკო სერვისებზე კონსულტაციის გავლაა შესაძლებელი, არამედ ჩატის მეშვეობით მომხმარებელი შეძლებს გაგზავნოს ან გადმოწეროს საჭირო ფაილები, გააზიაროს ბმულები, მიადევნოს თვალი საუბრის ისტორიას და სხვ. „საქართველოს ბანკი აქტიურ რეჟიმში განაგრძობს ციფრული არხების განვითარებას. ამჯერად ბანკმა მომხმარებელს ჩატის ფუნქცია შესთავაზა, რაც კიდევ უფრო ამარტივებს მობილბანკისა და ინტერნეტბანკის მეშვეობით ტრანზაქციების განხორციელებას, საინტერესო და საჭირო ინფორმაციის მიღებას. ჩატის გამოყენება პროცესს კიდევ უფრო სწრაფს, მარტივს და კომფორტულს ხდის“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.bog.ge/
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)