|
2020-05-27 13:57:01, 1123 ნახვა
საზოგადოება
აჭარის დამსვენებელს სანაპიროებზე 1,5 მეტრიანი დისტანციის დაცვა მოუწევთ
აჭარის დამსვენებელს სანაპიროებზე 1,5 მეტრიანი დისტანციის დაცვა მოუწევთ, ზღვისპირეთში ტურისტების მისაღებად გარკვეული სტანდარტების შესახებ ინფორმაცია უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება - ამის შესახებ, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, თინათინ ზოიძემ განაცხადა. მან ასევე გაანცხადა, რომ თუ ვინ გააკონტროლებს მსგავს რეგულაციებს ამის შესახებ საუბარი ჯერ კიდევ მიდის. "პროექტი უკვე დამუშავებულია და მიმდინარეობს მათი გაცნობა კერძო სექტორისთვის. რომ მათი ინტერესებიც გავითვალისწინოთ და კორექტივები შევიტანოტ რეკომენდაციებში. ძალიან ბევრი დეტალი იქნება გათვალისწინებული, მაგალითად დისტანცია რესტორნებსა და ღია კაფეებში მაგიდებს შორის, განისაზღვრება ადამიანების რაოდენობა მაგიდებთან, ასევე ტრანსპორტში მოქალაქეების ჭადრაკისებრი განთავსება და კიდევ სხვა. რაც შეეხება სანაპიროებს, სტანდარტი სოციალური დისტანცია იქნება, როგორც შეზლონგებს შორის ასევე უშეზლონგო დამსვენებლებს შორის მეტრანახევარი დაშორება უნდა იყოს და რაღათქმაუნდა დაცული უნდა იყოს ჰიგიენის ნორმები", - განაცხადა ზოიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)