|
2020-05-27 11:39:00, 1033 ნახვა
საზოგადოება
თალაკვაძე - ვირუსთან ბრძოლის პერიოდში, საქართველომ დაუმტკიცა საზოგადოებას და მთელ მსოფლიოს, რომ გვაქვს კარგად მომზადებული ჯანდაცვის სისტემა
ვირუსთან ბრძოლის პერიოდში, საქართველომ დაუმტკიცა საზოგადოებას და მთელ მსოფლიოს, რომ გვაქვს კარგად მომზადებული ჯანდაცვის სისტემა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომის დაწყებამდე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დღეს პარლამენტში დისკუსიის მთავარი საგანი პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი ანგარიში იქნება. „საქართველომ მართლაც წარმატებით შეძლო ვირუსის გავრცელების შეკავება და ჩვენ ვართ ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანა. როგორც ეპიდემიოლოგიური, ასევე ადმინისტრირების თვალსაზრისით დაუმტკიცა თავის საზოგადოებას და მთელ მსოფლიოს, რომ გვაქვს კარგად მომზადებული სისტემა ჯანდაცვის, ეპიდემიოლოგიური და ყველა მოკავშირე სამსახურები, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ პროცესში. რაც შეეხება დღევანდელ სხდომას, მოგეხსენებათ, რომ დღეს პარლამენტში მოდის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის წევრებთან ერთად. ჩვენ მოვისმენთ მის ანგარიშს კორონავირუსთან დაკავშირებით. ასევე, სამომავლო გეგმები იქნება დღეს დისკუსიის საგანი. ვფიქრობ და ყველას გთხოვთ, რომ მაქსიმალური ჩართულობა და მონაწილეობა მიიღოთ დღეს. დასვათ კითხვები, რომლებიც არსებობს და გავმართოთ სრულფასოვანი პოლიტიკური დისკუსია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)