|
2020-05-26 11:36:32, 1194 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი - თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, აფხაზ და ოს ძმებს ვულოცავ 26 მაისს, ჩვენ ერთად შევძლებთ წარმატებული სახელმწიფოს შექმნას
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ვაზიანის სამხედრო ბაზიდან სიტყვით გამოსვლისას, პრემიერმა 26 მაისი მიულოცა ქართველ ჯარისკაცებს, რომლებიც დღეს საქართველოს სამშვიდობო მისიებში ასახელებენ. „უდიდესი პატივია გვქონდეს საშუალება ჩვენს მოქალაქეებს დღეს აქედან მივულოცოთ 26 მაისი. 102 წლის წინ ეროვნულმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი და ამ ნაბიჯით გადადგაუმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. საქართველოს ისტორიაში ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი დღე და მაშინ, სწორედ 26 მაისს პირველმა რესპუბლიკამ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის შემდგომი ორიენტაცია. თითოეულ ქართველს, თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თითოეულ თანამოქალაქეს, ჩვენ აფხაზ და ოს ძმებს მინდა მივულოცო 26 მაისი უდიდესი რწმენით, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობას, წარმატებული სახელმწიფოს შექმნას. მინდა მივულოცო განსაკუთრებით თითოეულ ჯარისკაცს, რომლებიც დღეს სამშვიდობო მისიებში ასახელებს ქვეყანას. რომელიც იცავს გლობალურ უსაფრთხოებას და ამით უდიდესი წვლილი შეაქვს თავის სამშობლოს შემდგომ განვითარებასა და უსაფრხოებაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)