|
2020-05-25 16:55:01, 1490 ნახვა
კომენტარი
კალაძე უკრაინიდან ელჩის გამოწვევაზე - ყველა თავმოყვარე ქვეყანა მოიქცეოდა ზუსტად ისე, როგორც მოიქცა საქართველო
ყველა თავმოყვარე ქვეყანა მოიქცეოდა ზუსტად ისე, როგორც მოიქცა საქართველო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ უკრაინიდან საქართველოს ელჩის კონსულტაციებისთვის გამოწვევასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ადამიანის თანამდებობაზე დანიშვნა, რომელიც საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანციის მიერ დამნაშავედ არის ცნობილი, მინიმუმ უხერხულობას უნდა უქმნიდეს მეგობარ ქვეყანას. „უკრაინა არის ჩვენი სტრაგიული პარტნიორი ქვეყანა და გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მათი მხრიდან მიღებული კონკრეტული ადამიანის დანიშვნასთან დაკავშირებით, არ აქვს მნიშვნელობა ეს მაღალი თანამდებობაა თუ მოგონილი თანამდებობა, ადამიანი, რომელსაც საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანციის მიერ მისჯილი აქვს და არის დამნაშავე, უბრალოდ მინიმუმ უხერხულობას უნდა უქმნიდეს ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს. ჩვენ რაც შეგვეძლო გავაკეთეთ, განცხადებებიც იყო ამასთან დაკავშირებით გაჟღერებული და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა თავმოყვარე ქვეყანა და სახელმწიფო მოიქცეოდა ზუსტად ისე, როგორც მოიქცა ჩვენი ხელისუფლება“,- განაცხადა კახა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა. საპასუხოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს ელჩი გამოიძახა, რომელიც საგარეო უწყებაში დღეს გამოცხადდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)