03:46 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-25 15:27:50, 986 ნახვა

კომენტარი
ამირან გოგიტიძე - კარანტინში მყოფი ყველა მედიკოსისთვის ანაზღაურების გაცემა შეფერხების გარეშე მიმდინარეობს

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ამირან გოგიტიძემ, დღეს, ჯანდაცვის სამინისტროში, საკარანტინე სივრცეში მყოფი მედიკოსების ანაზღაურებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

„როგორც იცით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საკარანტინე სივრცეში მოთავსებული მედიკოსები, რომელთაც 2 კვირიანი საკარანტინე პერიოდი 3 კვირამდე გაუგრძელდათ, ანაზღაურებას ვერ იღებდნენ. ცალსახად ვაცხადებ, რომ ყველა მედიკოსის ანაზღაურების გაცემა შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.

როგორც იცით, საუბარია იმ სამედიცინო პირებზე, რომლებსაც ეპიდემიოლოგების დამატებით საკარანტინე პერიოდი განესაზღვრათ. შესაბამისად, დამატებითი პერიოდის გამო, მათი თანხების ანაზღაურება მიმდინარეობს ეტაპობრივად, განსაზღვრული ვადის ფარგლებში. ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი არ ანაზღაურებს რომელიმე მედიკოსის საკარანტინე პერიოდის თანხას, არ შეესაბამება სიმართლეს“, - განაცხადა ამირან გოგიტიძემ.

პროცედურულად, აღნიშნული ცნობები გაიცემა ჯანდაცვის სამინისტროში განცხადების წარდგენის საფუძველზე. მედპერსონალი ინფორმირებულია ამის შესახებ. მათგან, ამ დროისთვის, 9 მედიკოსს აქვს განცხადება შემოტანილი და თითოეული მათგანის ანაზღაურება განსაზღვრულ ვადებში ხდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics