|
2020-05-25 13:10:31, 1157 ნახვა
საზოგადოება
ავერსი მომხმარებლებს, ახალ პროექტს „სააფთიაქო თაროს" სთავაზობს
ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია, განათავსოს ვირტუალურ სააფთიაქო თაროზე თავისთვის საჭირო 10 მედიკამენტი და 10 არამედიკამენტი და ყოველდღე ისარგებლოს ყველაზე დიდი ფასდაკლებით! პროექტის უპირატესობა ის არის, რომ მომხმარებელს აღარ უწევს, ელოდოს ფასდაკლების დღეებს - მას შეუძლია, ნებისმიერ დროს დიდი ფასდაკლებით შეიძინოს სასურველი პროდუქცია. რაც მთავარია, პროექტში ჩართვა შეუძლია ყველას, განურჩევლად ასაკისა. პირად სააფთიაქო თაროზე თითოეული პროდუქტი თავსდება 1 თვის ვადით. ამის შემდეგ ის შეიძლება შეიცვალოს სხვა პროდუქტით დადგენილი სიიდან. მედიკამენტების სიაში შედის: · საგულე საშუალებები; · წნევის დამწევი საშუალებები; · თრომბის საწინააღმდეგო საშუალებები; · ქოლესტერინის მარეგულირებელი საშუალებები; · დიაბეტის სამკურნალო საშუალებები; · ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა სამკურნალო საშუალებები; · ვენების ქრონიკული უკმარისობის სამკურნალო საშუალებები; · სასუნთქი გზების ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო საშუალებები; · თვალის დაავადებათა სამკურნალო საშუალებები; · საჭმლის მონელების ქრონიკული დარღვევისას გამოსაყენებელი საშუალებები; · რევმატული დაავადებების სამკურნალო საშუალებები და სხვა. რაც შეეხება არამედიკამენტურ ნაწარმს, თაროზე შეგიძლიათ განათავსოთ ავერსის ექსკლუზიური ბრენდების სახისა და სხეულის მოვლის საშუალებები, ბავშვის საკვები და საფენები. პროექტით სარგებლობის პირობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)