03:27 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-25 12:25:51, 1167 ნახვა

კომენტარი
თეიმურაზ შარაშენიძე კონსულტაციებზე - ორ პარტნიორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ყველა საკითხს განვიხილავთ

საქართველოს ელჩი უკრაინაში, თეიმურაზ შარაშენიძე  საგარეო საქმეთა სამინისტროში კონსულტაციებზე უკვე მივიდა.

კონსულტაციაზე შესვლის წინ, შარაშენიძემ კომენტარი გააკეთა საქართველოში გამოწვევის საკითხზე. მანვე აღნიშნა, რომ კონსულტაციაზე დღეს ორ პარტნიორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ყველა საკითხს განიხილავენ.

„მიზეზი თქვენთვის კარგად არის ცნობილი, ახლადშექმინილი რეალობიდან გამომდინარე, ორ პარტნიორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ყველა საკითხს განვიხილავთ. დღეს დაიწყება კონსულტაციები. როდის დამთავრდება არ ვიცი, მაგრამ ყველა საკითხს განვიხილავთ.

რაც ჩამოვედი სულ იმას გეუბნებით, რომ გვქონდა კომუნიკაცია უმაღლეს დონეზე უკრაინაში და მოგახსენეთ უკვე, რომ გადავეცით საპროტესტო ნოტა, პროტესტის ფორმად არჩეული იქნა ელჩის გამოწვევა კონსულტაციებზე. ჩამოვედი და დღეს ვიწყებთ კონსულტაციას“, - განაცხადა თეიმურაზ შარაშენიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა. საპასუხოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს ელჩი გამოიძახა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics