|
2015-08-23 11:02:23, 545 ნახვა
საზოგადოება
დღეს რამდენიმე ავტობუსი განსხვავებული მარშრუტით იმოძრავებს
23 აგვისტოს 11:00 საათიდან საღამომდე მერაბ კოსტავას ქუჩაზე (სააკაძის მოედნიდან - სპორტის სასახლემდე) გაიმართება საქართველოს დრიფტის ჩემპიონატის მე-3 ეტაპი, რაც გამოიწვევს აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვას. შესაბამისად, შეიცვლება მერაბ კოსტავას ქუჩაზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტები. კერძოდ, თბილისის მერიის ინფორმაციით, მარშრუტი № 14, 29, 49, 51, 91, 92 და 150 იმოძრავებს შემოვლითი გზით: სააკაძის დაღმართი - მარჯვენა სანაპირო - თამარ მეფის გამზირი - გმირთა მოედანი. უკუმიმართულებით მოძრაობა განხორციელდება შემდეგნაირად: მერაბ კოსტავას ქ. - პეკინის ქ. - ვახტანგ ჭაბუკიანი ქ. - სააკაძის მოედანი (№ 92 და 150 მარშრუტი პეკინის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს ვაჟა-ფშაველას გამზირზე). თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს უხდის მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის.
კობახიძე - ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან
კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია
ბოჭორიშვილი: „თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში
ჰერჩინსკი: მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)