03:30 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-22 13:56:22, 1230 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - საგანგებო ვითარების გაუქმება უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს თითოეულ ჩვენგანს, მათ შორის ბიზნესს

ის ფაქტი, რომ ეპიდემიის ეფექტიანად მართვის წყალობით შევძელით და ვაუქმებთ საგანგებო ვითარებას, უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს თითოეულ ჩვენგანს, მათ შორის ბიზნესს, ვინც იწყებს საქმიანობას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, უახლოეს პერიოდში ეტაპობრივად სხვა შეზღუდვებიც  გადაიხედება. 

„მინდა ვთქვა, რომ ერთი მხრივ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ბიზნესის მიმართ, რომ მაქსიმალურად შეუფერხებლად შეუძლიათ საქმიანობის გაგრძელება ანაც განახლება. მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით ჩვენ მაქსმალურად გვერდში ვუდგავართ მათ და იმ პრობლემების გადალახვაში ვეხმარებით, რაც საბრუნავი სახსრების ნაკლებობასა და კრიზისთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრობლემას უკავშირდება. ასვეე მინდა ვთქვა -  ის აქტი, რომ ეპიდემიის ეფექტური მართვის წყალობით შევძელით და ვაუქმებთ საგანგებო ვითარებას, არ ნიშნავს იმას, რომ ყველას - თითოეულ ჩვენგანს, საზოგადოებას, ბიზნესის წარმომადგენლებს არ ეკისრება პასუხისმგებლობა. პირიქით, ეს უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს თითოეულ ჩვენგანს, მათ შორის ბიზნესს, ვინც იწყებს საქმიანობს", - აღნიშნა ნათია თურნავამ. 

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების ნებისმიერი გართულება ისევ დაგვაყენებს იმ საფრთხის და აუცილებლობის წინაშე, რომ კვლავ მოხდეს შეზღუდვების გარკვეული გამკაცრება. 

„ძალიან არ გვინდა ისევ დავდგეთ იმ საფრთხის წინაშე, რომ კვლავ მოხდეს გამკაცრება, რადგან პირიქით ჩვენი ამოცანაა, ეტაპობრივად დავიწყოთ ეკონომიკის ამოქმედება. დაგეგმილი გვაქვს ტურისტების მასპინძლობა, შიდა ტურიზმის გახსნა და ნამდვილად არ გვინდა, რაიმე სახის  შემზღუდავი ზომების კვლავ გამოყენება", - აღნიშნა ნათია თურნავამ





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics