|
2020-05-22 12:56:49, 812 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობამ მოწყვლადი ჯგუფების დახმარების მეორე ეტაპი დაიწყო
აჭარის მთავრობამ მოწყვლადი ჯგუფების დახმარების მეორე ეტაპი დაიწყო. ამ ეტაპზე მთავრობა 20 000-მდე სხვადასხვა სოციალური კატეგორიის ოჯახისთვის 12 სახის პროდუქტზე 894 627 ლარს დახარჯავს. სასურსათო კალათები აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში დარიგდება. დახმარებას ე.წ. ოცნების ქალაქში დასახლებული ოჯახების, გარდა მიიღებენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული: - შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მარჩენალდაკარგულები, მარტოხელა მშობელები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები. - ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 100 000-ზე ნაკლები ან ტოლი სარეიტინგო ქულით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მარტოხელა პენსიონერები და სარეცელს მიჯაჭვული მოქალაქეები. - სასურსათო კალათას აგრეთვე მიიღებს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 200 000-ზე ნაკლები ან ტოლი სარეიტინგო ქულის მქონე მრავალშვილიანი ოჯახები - სამი და მეტი შვილით და ამავე სარეიტინგო ქულის მქონე ვეტერანები (3-4 შვილი - 1 ,,სასურსათო კალათა“, 5 და მეტი შვილი - 2 ,,სასურსათო კალათა“). აჭარის მთავრობა თავდაპირველად 7000 ოჯახს დაეხმარა. სურსათის შესაძენად აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდიდან 400 000 ათას ლარამდე გამოიყო. შეძენილი პროდუქტები აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში გადანაწილდა და ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველებს, მარტოხელა პენსიონერებს, სარეცელს მიჯაჭვულ პირებს გადაეცა. პროცესს კოორდინაციას ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი უწევდა. ახალგაზრდობის რეგიონულმა ცენტრმა წითელ ჯვართან ერთად ორგანიზება გაუკეთა მოხალისეთა რეგისტრაციას, გადამზადებას და ეკიპირებას. პანდემიის პერიოდში ახალგაზრდული ცენტრი წითელ ჯვართან ერთად დღემდე ახორციელებს მოხალისეობრივ დასაქველმოქმედო საქმიანობას. ცენტრი უკვე ათი ათასზე მეტ ოჯახს დაეხმარა სასურსათო კალათებით, მედიკამენტებითა და ყოველდღიური საჭიროების პროდუქტებით.
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)