03:13 - 08 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-22 10:51:16, 13031 ნახვა

ომი უკრაინაში
ეზუგბაია - კრიტიკული პაციენტის პროგნოზი კეთილსაიმედოა, ხოლო მძიმე პნევმონიით ორი პაციენტი გვყავს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ კლინიკაში მყოფი ერთი კრიტიკული პაციენტის პროგნოზი კეთილსაიმედოა.

მისი თქმით, მძიმე პნევმონიით ორი პაციენტი მკურნალობს.

„ჩვენთან დილის მონაცემებით წევს 40 პაციენტი. აქედან 35 არის დადასტურებული შემთხვევა. ახალი დადასტურებული შემთხვევა ჩვენ არ მიგვიღია. 5 პირის ანალიზების კვლევა მიმდინარეობს.

ჩვენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია. ჩვენი კრიტიკული პაციენტი, რომელსაც მუდმივად ვახსენებდით, დღეს შეგვიძლია ვთქვათ რომ მასთან პროგნოზი კეთილსაიმედოა. მდგომარეობა დასტაბილურდა,, ჟანგბადის საჭიროებაც მოიხსნა და თუ ასე გაგრძელდა, ალბათ, მალე გაწერაზეც ვილაპარაკებთ.

მძიმე პნევმონიით გვყავს ამ ეტაპზე ორი პაციენტი. მათი მდგომარეობა ჯერჯერობით არაა სტაბილური. იმედია აქაც ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - გულწრფელად ვულოცავ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics