21:18 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-21 15:13:50, 966 ნახვა

საზოგადოება
ჩიქოვანი - საბანკო სექტორის, მთავრობის და ეროვნული ბანკის შეთავაზება, უპრეცედენტო და მნიშვნელოვანი შემსუბუქებაა ჩვენი თანამოქალაქეებისთვის

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის რაც საბანკო სექტორმა, მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ერთობლივად გააკეთეს, არის უპრეცედენტო შეთავაზება და ძალიან მნიშვნელოვანი შემსუბუქება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და ეს იყო, რა თქმა უნდა, განპირობებული Covid-19-ის შედეგებით,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისივე თქმით, შემდგომი 3 თვის განმავლობაში ყველა იმ ადამიანს, რომელიც იღებს სახელმწიფო დახმარებას, თავისუფლად ექნებათ საშუალება ასევე გამოიყენონ სესხის გადავადების პროგრამა.

„თქვენ იცით, რომ 3 თვის განმავლობაში ყველას შეეძლო ესარგებლა სესხის გადავადებით და ამით ისარგებლა 600 000-ზე ცოტა მეტმა ადამიანმა, ხოლო შემდგომი 3 თვის განმავლობაში ყველა იმ ადამიანს, რომელიც იღებს სახელმწიფო დახმარებას, თავისუფლად ექნებათ საშუალება ასევე გამოიყენონ სესხის გადავადების პროგრამა. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ეს მოხდება კაპიტალიზაციის გარეშე და შესაბამისად, ეს პროცენტი არ გახდება მათთვის ახალი ვალი, რა პროცენტსაც ისინი არ გადაიხდიან  ამ პერიოდში. ასევე ამ შეთავაზების გამოყენება შეეძლება ყველა იმ მოქალაქეს და ფიზიკურ პირს რომელსაც შეუმცირდა შემოსავლები Covid-19-ის პანდემიის პირობებში," - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics