15:19 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-21 12:36:31, 1256 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი - აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას ოპოზიციის ინფორმაცია ჯანმრთელობის დაცვის კანონთან დაკავშირებით

აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობიდან ოპოზიციის ინფორმაცია ჯანმრთელობის დაცვის კანონთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

 „აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობიდან ოპოზიციის ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებით. ერთ წინადადებაში ძნელია განმარტო თვითონ სირთულე რისი წარმოდგენაც უნდა ოპოზიციას ამ ჯანმრთელობის დაცვის კანონთან დაკავშირებით. ელემენტარულია, რომ პარლამენტი აძლევს უფლებას მთავრობას იმოქმედოს, მიიღოს გადაუდებელი ზომები თუ კი ამის საჭიროება იქნება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ შეზღუდვების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტი დღევანდელ სხდომაზე განიხილავს. აღსანიშნავია ისიც, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მხარდაჭერას საპარლამენტო უმრავლესობა აპირებს, ხოლო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ კანონპროექტი არაკონსტიტუციურია და მხარდაჭერასაც არ აპირებენ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics