04:44 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-21 12:25:59, 979 ნახვა

კომენტარი
თურნავა ტურიზმის უსაფრთხო კორიდორებზე - არ იქნება გასაკვირი თუ ჩვენ, ჩვენი ქართული წესები შევთავაზეთ მსოფლიოს

ჩვენ რასაც ვუყურებთ მთელი მსოფლიო, არ ელოდება გლობალური წესების დამტკიცებას და თავის ეროვნულ წესებს სთავაზობს სხვა ქვეყნებს და არ იქნება გასაკვირი თუ ჩვენ ჩვენი ქართული წესები შევთავაზეთ მსოფლიოს - ამის შესახებ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ისაუბრა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან კარგ იტერაქციას ახორციელებს, რის გამოც ქართული წესები მსოფლიოს სხვა ქვეყნების წესებს არ იქნება მკვეთრად აცდენილი.

„ვადასტურებ მზადყოფნას, მივიდეთ პარლამენტში და ყველა არსებულ კითხვას გავცეთ პასუხი. მოსახლეობას შევატყობინოთ კიდევ ერთხელ რა ნაბიჯები იქნა გადადგმული ეპიდემიასთან ბრძოლაში. რამდენად ეფექტურად ვიმოქმედეთ, რომ არ დაგვეშვა ეპიდემიის კატასტროფული გავრცელება და რა ნაბიჯებს ვდგამთ და გადავდგამთ მომავალში ეკონომიკური კრიზისის შერბილების მიმართულებით.

ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთნ, გვაქვს ძალიან მჭიდრო კონტაქტები და ვადევნებთ თვალყურს თუ რაზე მუშაობენ. ჩვენი ხედვა არანაირად არ იქნება აცდენილი მათ მიერ დამტკიცებული წესებიდან. ჩვენ რასაც ვუყურებთ მთელი მსოფლიო, არ ელოდება გლობალური წესების დამტკიცებას და თავის ეროვნულ წესებს სთავაზობს სხვა ქვეყნებს. თუმცა აქ დიდი აცდენა არ იქნება, რადგან სამუშაო მასალაზე წვდომა გვაქვს და კარგი ინტერაქცია გვაქვს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციასთან. არ იქნება გასაკვირი თუ ჩვენ ჩვენი ქართული წესები შევთავაზეთ მსოფლიოს. ჩვენ გავქვს უნიკალური გამოცდიელბა მასობრივი კარანტინის და ამიტომ დიდი ინტერესით ისმენენ ჩვენ შეთავაზებებს“, - განაცხადა თურნავამ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics