|
2015-08-21 20:16:43, 486 ნახვა
საზოგადოება
პირველადი მონაცემებით, ყვარლის მუნიციპალიტეტში 2000 ჰა-მდე ვენახები დაზიანდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია კახეთის რეგიონში, ყვარელისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფლებში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა. მინისტრმა ძლიერი წვიმის,სეტყვისა და ქარიშხლის შედეგად დაზიანებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაათვალიერა. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია. პირველ ეტაპზე შეიქმნა ზარალის დამთვლელი კომისია. კომისიის მუშაობაში ჩართულია სხვადასხვა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ,,სტიქიამ ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა როგორც სოფლის მეურნეობის, ისე ინფრასტრუქტურის მიმართულებით. სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაიონული სამსახურების თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართული ზარალის დამთვლელი კომისიის მუშაობაში. პირველადი ოპერატიული მონაცემებით, ყვარლის მუნიციპალიტეტში საერთო ჯამში 2000 ჰა-მდე ვენახები მნიშვნელოვნად დაზიანდა. კომისია აქტიურ მუშაობას აგრძელებს და დღის ბოლომდე ზარალის შესახებ მონაცემები რეგიონის მასშტაბით დაზუსტება“, - განაცხადა ოთარ დანელიამ. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, დაზიანებული ვენახების დიდი ნაწილი დაზღვეულია, შესაბამისად მესაკუთრეებს ზარალი აუნაზღაურდებათ. იმ მოსახლეობისთვის, ვისაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაზღვეული არ ჰქონდა, ამ ეტაპზე სამწუხაროდ, კომპენსაციების გაცემაზე საუბარი არ არის. ,,სახელმწიფომ არაერთი ღონისძიება გაატარა, იმისთვის, რომ სტიქიის დროს მოსახლეობისთვის ზარალის რისკი შემცირებულიყო. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყო აგროდაზღვევის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დაზღვევის პრემიის 60 % სახელმწიფო ფარავს; დამონტაჟდა სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები, რაც სახელმწიფოს დაახლოებით 14 მლნ ლარი დაუჯდა. სწორედ ამ სისტემის ფუნქციონირებამ, მიმდინარე წელს 30-ზე მეტი სტიქია აარიდა მოსახლეობას. სახელმწიფო რეალურად ცდილობს მოტივაცია გაუჩინოს მოსახლეობას დააზღვიონ საკუთარი სავარგულები და შეამცირონ რისკები“, - განაცხადა ოთარ დანელიამ. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, მართალია სეტყვის საწინააღმდეგო სისტემიდან ჭურვების გაშვების მიუხედავად, სტიქიის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა, მაგრამ ზარალი გაცილებით დიდი და მასშტაბური იქნებოდა აღნიშნული სისტემის არ არსებობის შემთხვევაში.
კობახიძე - ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან
კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია
ბოჭორიშვილი: „თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში
ჰერჩინსკი: მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)