17:43 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-20 15:37:30, 961 ნახვა

რეგიონი
სოფელ მუშევანიდან კორონავირუსით ინფიცირებული 8 პირის თბილისში, შესაბამის საავადმყოფოში გადაყვანა მიმდინარეობს

სოფელ მუშევანის მკაცრ საკარანტინო ზონაში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების თბილისში გადაყვანა ამ წუთებში აქტიურად მიმდინარეობს. მედიკოსთა სპეციალური ბრიგადებს 8 პაციენტი, მკურნალობის მიზნით, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებულებებში მიჰყავთ.

ინფიცირებული პაციენტების თბილისში გადაყვანის პროცესს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები აკვირდებიან.

„კარანტინის 59-ე დღეს მუნიციპალიტეტში კორონავირუსული ინფექციის 160 დადასტურებული ფაქტი გვაქვს, 3 გარდაცვალება და 66 გამოჯანმრთელება. ბოლო 48 საათში მუნიციპალიტეტიდან გადაგზავნილი 242 საკვლევი მასალიდან დაგვემატა 8 ახალი შემთხვევა და რვავე სოფელ მუშევანს უკავშირდება. გუშინ ასევე კორონავირუსი ბოჭორიშვილის კლინიკაში მყოფ მუშევანის ერთ მოქალაქეს დაუდგინდა. შემთხვევების დინამიკა არის ნორმალური და შიგადაშიგ მატებას ველით, ვინაიდან, მოგეხსენებათ სოფელი მუშევანი მუნიციპალიტეტში ყველაზე დაზიანებულია ეპიდემიოლოგიურად. რა თქმა უნდა, დღესვე დაიწყებენ ეპიდემიოლოგები სოფელში მუშაობას დადასტურებული შემთხვევების მოძიებისთვის, დღესვე მოხდება რვავე ინფიცირებულის გადაყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. მედიკოსები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უახლოეს მომავალში ამ სოფელში ვითარება კიდევ უფრო დასტაბილურდეს და საბოლოოდ, ინფექციის აღმოფხვრის შემდეგ, შესაძლებელი გახდეს სოფლისთვის “წითელი ზონის“ სტატუსის მოხსნა“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics