22:34 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-20 13:33:30, 1132 ნახვა

საზოგადოება
თამარ იოსელიანმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის წარმომადგენლებს Covid-19-თან ბრძოლის ქართული გამოცდილება გააცნო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) სამდივნოს წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც საქართველოს საზღვაო სექტორში პანდემიის საპასუხოდ მიღებული რეგულაციები და ახლო მომავალში გასატარებელი ღონისძიებები განიხილეს.

IMO-ს სამდივნოს წარმომადგენლებმა შეხვედრაზე მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს მიერ კრიზისის საპასუხოდ გადადგმულ ნაბიჯებს და მადლობა გადაუხადეს საქართველოს ხელისუფლებას მეზღვაურთა რეპატრიაციასა და როტაციის პროცესების უპრეცენდენტო მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მეზღვაურთა საწვრთნელი ცენტრების გახსნისა და პრაქტიკული წვრთნის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ასეთ ცენტრებში IMO კურსების  თეორიული ნაწილის ჩატარება დისტანციური სწავლის რეჟიმით ხორციელდება.

აღინიშნა, რომ საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო დროული და თანმიმდევრული ზომების გატარება მეზღვაურთა მხარდასაჭერად. კერძოდ, მარტის დასაწყისშივე იქნა მიღებულ გადაწყვეტილება გემზე მყოფი მეზღვაურების დოკუმენტაციის ვადის გაგრძელებასთან დკავშირებით. გარდა ამისა, არსებული მდგომარეობის შეფასების შემდეგ ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატების გარეშე დარჩენის პრევენციის მიზნით დამატებითი რეგულაციები შემუშავდა. ითქვა, რომ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კერძო სექტორთან ერთად აქტიურად მუშაობს მეზღვაურების რეპატრიაციის და როტაციის მიმართულებით. კერძოდ, ინდივიდუალურად მოხდა ათეულობით მეზღვაურის ქეისის შესწავლა და სააგენტოს უშუალო მონაწილეობით 200-ზე მეტი მეზღვაურის როტაცია განხორციელდა.

შეხვედრაში მონაწილეობდა IMO-ს საგარეო ურთიერთობისა და სამართლებრივი სამმართველოს დირექტორი, ადმირალი ფრედერიკ კინი, IMO-ს საზღვაო უსაფრთხოების სამმართველოს დირექტორი ქალბატონი ჰაიკე დეგიმი, სხვა მნიშვნელოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელები და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი IMO-ში ქალბატონი თამარ ბერუჩაშვილი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics