14:06 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-19 18:13:34, 1583 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე ოპონენტებს - თქვენთან დებატებისთვისაც მოვიცლით

ვიცი, რომ ზოგიერთს არ მოსწონს სხვისი გაკეთებული საქმე და წარმატება, თუმცა ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობა ამ საზოგადოების ჯანმრთელობაზე და უსაფრთხოებაზე ზრუნვა იყო, თქვენთან დებატებისთვისაც მოვიცლით“, - ასე მიმართა ბიუროს სხდომაზე ოპონენტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის ამოწურვისთანავე პარლამენტიც რეგულარულ რეჟიმს დაუბრუნდება.

„კიდევ ერთხელ ნახეთ რას ამბობს კანონმდებლობა, რას ამბობს პარლამენტის რეგლამენტი. საგანგებო მდგომარეობის დროს, პარლამენტიც საგანგებო რეჟიმში მუშაობს და სხდომების რაოდენობა, მითუმეტეს ინფექციის გადადების საფრთხისას, უკიდურესად შეზღუდულია. ევროპული პრაქტიკაც მოვიკითხოთ და საზოგადოება ნუ შეგყავთ შეცდომაში. ნუ აფიქრებინებთ მოქალაქეებს, რომ იმ ინსტიტუტის წინააღმდეგ მუშაობთ, რომელსაც წარმოადგენთ. საგანგებო მდგომარეობის ამოწურვისთანავე პარლამენტიც რეგულარულ რეჟიმს დაუბრუნდება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, საზედამხედველო ფუნქციასაც პარლამენტი ჯეროვნად შეასრულებს - ქვეყნის პრემიერ-მინისტრი პარლამენტში მივა და კოვიდ სიტუაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების და გეგმების სრული განხილვა შედგება, ასევე, მიღებული ზომებისა და სამომავლო გეგმების შესახებ დისკუსია დეპუტატების მიერ საკომიტეტო სხდომებზეც მოხდება.

„საგანგებო მდგომარეობის დროს პარლამენტს რაც ევალებოდა და შეეძლო გაეკეთებინა. მესმის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, შესაძლოა, უნდოდა ენახა ისეთი პარლამენტი, რომელიც პანდემიის და საგანგებო მდგომარეობის დროს უკიდურეს კონფრონტაციაში შევიდოდა მთავრობასთან, ისიც  ვიცი, რომ ზოგიერთს, სუბიექტურად, შეიძლება არ მოსწონს სხვისი გაკეთებული საქმე და წარმატება - თავისი ცუდიც კი ურჩევნია, თუმცა ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობა ამ პერიოდში არა თქვენთან ურთიერთობების გარკვევა, არამედ საზოგადოების ჯანმრთელობაზე და უსაფრთხოებაზე ზრუნვა იყო. რასაკვირველია თქვენთან დებატებისთვისაც მოვიცლით“, - მიმართა ოპონენტებს პარლამენტის თავმჯდომარემ.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics