22:32 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-18 19:16:35, 1356 ნახვა

საზოგადოება
საჯარო უწყებებში სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების მექანიზმები დაინერგება

სექსუალური შევიწროების კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის თავზე, საჯარო უწყებებში სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების მექანიზმები დაინერგება.

საჯარო უწყებებში სექსუალური შევიწროების გამოვლენის და რეაგირების შიდაორგანიზაციული მექანიზმების  დანერგვაზე ადამიანის უფლებების საბჭოს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის უწყებათაშორისი კომისია იმუშავებს.

საჯარო სამსახურის ბიუროს და მთავრობის ადმინისტარციის თანათავმჯდომარეობით, საკითხზე მომუშავე ჯგუფის დისტანციური შეხვედრა უკვე გაიმართა. შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის და  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებმა ისაუბრეს მათი უწყებების მიერ უკვე გატარებულ ღონისძიებებზე და არსებულ გამოცდილებაზე. გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა წარადგინა ორგანიზაციის პროგრესი ქვეყანაში სექსუალური შევიწროების მექანიზმების დანერგვის ხელშეწყობის მიმართულებით.

სამუშაო პროცესის შედეგად, შემუშავედება ერთიანი პროტოკოლები და პრინციპები თუ რა ქმედებები უნდა განახორციელოს საჯარო უწყებამ სექსუალური შევიწროების ფაქტის დაფიქსირების დროს.

2019 წლის მაისიდან სექსუალური შევიწროება საქართველოს კანონმდებლობით დასჯადი გახდა როგორც საჯარო სივრცეებში, ასევე სამსახურში, სასწავლებელში და სხვა კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics