23:37 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-18 12:37:27, 1303 ნახვა

საზოგადოება
დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს ღვინო „წარაფი" დაემატა

საქართველოში რეგისტრირებულ დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს ღვინო  „წარაფი" დაემატა. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს „საქპატენტი" გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის მოთხოვნით ა(ა)იპ  „კარდენახის ღვინომ" მიმართა.

„წარაფის" დარეგისტრირებით ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების რაოდენობა 23-მდე გაიზარდა, რაც ქართული ვაზის ჯიშებისა და ღვინოების მრავალფეროვნებასა და უნიკალურობაზე მიუთითებს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდის კუთხით.

„წარაფის" წარმოების სპეციფიკაციის მომზადებასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებულ სხვა ტექნიკურ საკითხებში ღვინის ეროვნული სააგენტო „ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების სისტემის განვითარებისა და ქართული ღვინის აღნიშვნების დაცვის ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში მონაწილეობდა.

„წარაფი" ქარვისფერი მშრალი ღვინოა.  მიკროზონა მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე.  „წარაფი" მზადდება მხოლოდ წარაფის მიკროზონაში მოწეული რქაწითელის ჯიშის ყურძნიდან. „წარაფის" დამზადებისას რქაწითელის ჯიშის ყურძენს შეიძლება დაემატოს 15%-მდე კახური მწვანის და/ან ხიხვის ჯიშის ყურძენი. დაუშვებელია სხვა ჯიშების გამოყენება.

წარაფის მიკროზონის გეოგრაფიული მდებარეობა, დამახასიათებელი კლიმატი: ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული, ატმოსფერული ნალექების ზომიერი რაოდენობა, აქტიურ ტემპერატურათა ჯამის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი, ტყის ყავისფერი, ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები, ვაზის ჯიშების განსაკუთრებული თვისებები და მევენახეობა-მეღვინეობის ადგილობრივი, მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია განაპირობებს ღვინო „წარაფის" განსაკუთრებულ ორგანოლეპტიკურ მახასიათებლებს და მაღალ რეპუტაციას.

http://www.sakpatenti.gov.ge/ka/state_registry/# 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics