|
2020-05-15 17:03:32, 1863 ნახვა
საზოგადოება
ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი - საქართველოს თავმჯდომარეობამ მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია
ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ საქართველოს ხელისუფლებას და საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პირველი თავმჯდომარეობის წარმატებით დასრულება მიულოცა. როგორც მან აღნიშნა, თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველომ წინ წამოწია ევროპაში დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხები. „მიუხედავად კრიზისისა, საქართველოს თავმჯდომარეობამ მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია ისეთი ახალი სფეროების შესწავლის კუთხით, როგორიცაა ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვას შორის არსებული ურთიერთკავშირი, და ასევე წინ წამოწია ევროპაში დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებული სხვა უმნიშვნელოვანესი საკითხები“, - განაცხადა ურსემ. მან ხაზი გაუსვა ქვეყნის შიგნით გადადგმულ ნაბიჯებს და სასამართლო რეფორმების მეოთხე ტალღის დამტკიცება მნიშვნელოვან მოვლენად მოიხსენია. „საერთო ჯამში, ჩვენს მილოცვას იმსახურებს მთელი ქართული საზოგადოება, რომელმაც უნდა გააგრძელოს ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის განმტკიცება ქვეყნის შიგნით და ევროპაში“, - აღნიშნა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა. შეგახსენებთ, რომ დღეს ქ. სტრასბურგში, ევროპის საბჭოს შენობაში, ვიდეო კონფერენციის ფორმატში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველომ საბერძნეთის რესპუბლიკას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა ოფიციალურად გადააბარა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)