13:08 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-15 15:45:46, 2292 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - საბერძნეთის ტურიზმის მინისტრთან უსაფრთხო დერეფნების შექმნისთვის საჭირო მოთხოვნები განვიხილეთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საბერძნეთის ტურიზმის მინისტრთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

ონლაინ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

ნათია თურნავამ ბერძენ კოლეგას კორონავირუსთან ბრძოლის პრევენციის კუთხით საქართველოს მთავრობის  წარმატებული გამოცდილება გააცნო და აღნიშნა, რომ ეფექტიანმა  ანტიკრიზისულმა პოლიტიკამ ქვეყანას ტურიზმის ეტაპობრივი ამოქმედების შესაძლებლობა მისცა.

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საბერძნეთის ტურიზმის მინისტრს საქართველოში ტურიზმის ამოქმედების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებზე, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნებთან უსაფრთხო დერეფნების შექმნის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა.

ნათია თურნავას განცხადებით, ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია აქვს თავის უცხოელ კოლეგებთან იმ ქვეყნებიდან, ვისთანაც უახლოეს პერიოდში ტურისტების მიმოსვლის დაწყება იგეგმება. მისივე თქმით, პირველი აქცენტი ევროკავშირის ქვეყნებზე გაკეთდება.

„დღეს ონლაინ შეხვედრა გვქონდა საბერძნეთის ტურიზმის მინისტრთან, ჰარი ტეოჰარისთან, რომელიც ამავდროულად მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელია.  ერთმანეთს გავუზიარეთ წინასწარი მოსაზრებები, თუ რა აუცილებელი მოთხოვნები უნდა შეათანხმონ ქვეყნებმა ე.წ. მწვანე, უსაფრთხო დერეფნების შექმნისთვის, რათა რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს საბერძნეთსა და საქართველოს შორის ტურისტების მიმოსვლა", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე ინფორმაციით, მისასალმებელია, რომ საბერძნეთის ავიახაზებმა Aegean Airlines უკვე გამოთქვა მზადყოფნა და დასტური ფრენების სწრაფად დაწყებასთან დაკავშირებით.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიმუშავებთ საბერძნეთთან და შესაბამის სამინისტროებთან როგორც ამ ქვეყნის, ასევე ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნის წარმომადგენლებთან, რომ ერთობლივად დავაჩქაროთ საერთო წესების დამკვირდების პროცესი", - დასძინა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, 252 029 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება - „საზოგადოება და ბანკები“
2 წელიწადში პირველად, სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა - 8.25%-მდე
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლებს ივანიშვილის საცხოვრებელ სახლთან აქციის გამართვის უფლება არ მიეცათ
ჟურნალისტი, ელისო ჯარიაშვილი გურამ როგავაზე თავდამსხმელის შესახებ საგამოძიებო რეპორტაჟის მომზადების შემდეგ, გამოკითხვაზე დაიბარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics