|
2020-05-15 14:38:34, 1741 ნახვა
კომენტარი
გოფოძე - რესპუბლიკურს ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი, ხოლო ცხელების ცენტრს დღეს 10 პაციენტი დატოვებს
დღეს ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი ტოვებს კლინიკას, ხოლო ამ დროისთვის ცხელების კლინიკიდან 10 პაციენტი გაეწერება - ამის შესახებ, რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ ისაუბრა. მანა სევე აღნშნა, რომ დღეს 9 პაციენტის გადმოყვანას ელოდებიან, სავარაუდოდ ბოლნისის კლასტერიდან. „ერთ პაციენტს ორმხრივი პნევმონია აქვს, დისტრესინდრომი, სეფსისი და ყველა შესაძლო მძიმე გართულება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი. არც ერთ სხვას მართვითი სუნთქვა არ სჭირდება. დღეს ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი ტოვებს კლინიკას. რეტესტირება დღეს გაუკეთდება ხუთ პაციენტს და სულ ტესტირება ცხელების ცენტრში გაუკეთდება ათ პაციენტს. ახალი პაციენტები არ გვყავს, დღეს დაგვირეკეს და შესაძლოა 9 პაციენტი გადმოიყვანონ, თუ არ მეშლება ბოლნისის კლასტერია, მაგრამ ჯერჯერობით არ მოუყვანით და ვანხოთ როგორ განვითარდება მოვლენები. გეგმიური ოპერაციების დაწყება, რომელიც ამ დროისთვსი შეჩერებულია ჩვენზე არარის დამოკიდებული, ჯერჯერობით რესპუბლიკური საავადმყოფო ძველ რეჟიმში მუშაობს. მუშაობს ცხელების ცენტრი, სადაც პაციენტებს, ინფექციის დადასტურების შემთვევაში ჩვენთან ვტოვებთ, ხოლო დანარჩენები სხვა კლინიკებში გადაგვყავს. ამ დროისთვის ცხელების კლინიკიდან 10 პაციენტი გაეწერება “, – განაცხადა ლევან გოფოძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)