10:38 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-14 15:15:08, 1487 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი მხარეებს მოუწოდებს, რომ 8 მარტის შეთანხმება დროულად იქცეს კანონად

ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ ყოველწლიური ანგარიში, იმის შესახებ თუ როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირთან გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულებას, მზადაა.

აღნიშნული დოკუმენტს ევროპარლამენტში 19 მაისს, საგარეო საქმეთა კომიტეტზე განიხილავენ. დოკუმენტი კი, ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა მოამზადა.

ანგარიშში ადგილი საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის გაფორმებულმა 8 მარტის შეთანხმებამაც დაიკავა.

დოკუმენტში ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი ყველა მხარეს მოუწოდებს უზრუნველყოს, რომ შეთანხმება დროულად იქცეს კანონად.

გარდა ამისა, დოკუმენტში ევროპარლამენტი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ ბოლო დროინდელი სასამართლო საქმეებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.

„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას სასამართლოს დამოუკიდებლობის სტანდარტს პატივი სცეს, რისი ვალდებულებაც ასოცირების შეთანხმების მიხედვით ნაკისრი აქვს. ვწუხვართ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ბოლო დროინდელი შერჩევის პროცედურა, სერიოზული ხარვეზებით განხორციელდა“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics